რას ამბობენ ჩვენზე

საკემატა აკადემიის დახმარებით მივიღე თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისას და შემდგომში მოცემული ცოდნის საქმიანობად თუ ბიზნესად ფორმირებისთვის. ამ კურსის მეშვეობით გავიღრმავე ცოდნა იმასთან შედარებით რაც კურსის გავლამდე გამაჩნდა ფიტნესის სფეროსთან დაკავშირებით და განვვითარდი, შედეგად შევძელი ჩემი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და მისი საქმიანობად ქცევა. რაც შეეხება ტრენერებს, ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ ისინი თეორიულ მასალებთან ერთად გვიზიარებდნენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას. კურსის მენტორებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს ფიტნესთან დაკავშირებული თეორიული საკითხების ჩვენთვის მაქსიმალურად ამომწურავად მოსაწოდებლად და შემდგომში ამ თეორიის პრაქტიკულად განსახორციელებლად, რაც მოიცავდა დარბაზში სხვადასხვა ვარჯიშების ვარიაცების შესწავლას და სწორი ტექნიკით შესრულებას. სოფოს ჩატარებული ტრენინგი საკმაოდ ინფორმაციული იყო შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში სწორად გამოყენებისა და მისი ბიზნესად ფორმირებისთვის. დიდი მადლობა საკემატა აკადემიას , რომელმაც შეიტანა წვლილი ჩემს წინსვლასა და განვითარებაში.